გამოცემა neweurope​ რეჟისორ გოგა ხაინდრავას წერილს აქვეყნებს - ქართველებმა ანდრიუს კუბილიუსს და მის კოლეგებს კარგად უნდა აუხსნან, რომ მცდარი და უპასუხისმგებლოა რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიება
გამოცემა neweurope​ რეჟისორ გოგა ხაინდრავას წერილს აქვეყნებს - ქართველებმა ანდრიუს კუბილიუსს და მის კოლეგებს კარგად უნდა აუხსნან, რომ მცდარი და უპასუხისმგებლოა რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიება

გამოცემა neweurope​ რეჟისორ გოგა ხაინდრავას წერილს სახელწოდებით, „პოლიტპატიმრები იბრძვიან დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ხოლო ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ მემკვიდრეობას“ აქვეყნებს.

წერილში გოგა ხაინდრავა გიორგი რურუას პატიმრობის საკითხზე წერს და აღნიშნავს, რომ მცდარი და უპასუხისმგებლოა რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიება.

„სოციალური მედიის ეპოქაში ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება, ხოლო მათზე კომენტარები – კიდევ უფრო სწრაფად, ხანდახან ძალიან სწრაფად. გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალეულობა დაუდგინდა და ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ტარებისთვის. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამ საკითხს გამოეხმაურა და ყველასთვის ცნობილი კრიმინალური ისტორიის მიუხედავად რურუას შეწყალება მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ რურუას არ შეიწყალებდა. სწორს შვება და ალბათ ქართველებმა ამის მიზეზები ბატონ ანდრიუსსა და მის კოლეგებს კარგად უნდა აუხსნან. მცდარი და უპასუხისმგებლოა რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიება“, – აღნიშნულია წერილში.

როგორც გოგა ხაინდრავა წერს, პოლიტიკოსი, რომელიც სერიოზულ დანაშაულს ჩადის არ არის პოლიტპატიმარი, ის უბრალოდ დამნაშავეა, რომელიც ისე მოხდა, რომ პოლიტიკოსიცაა.

„თავისუფლად შესაძლებელია, რომ კუბილიუსის განცხადება მისი მსგავსი გამონათქვამები მათი შეცდომაში შეყვანის შედეგია. ხსენებული ევროპარლამენტარი ცნობილია სამართლის უზენაესობის მხარდაჭერის გამო და მისი გამოცდილება ძალიან შთამბეჭდავია. ამიტომ, ძალიან დამაბნეველია რატომ უნდა სურდეს რურუას დაცვა, როდესაც ის ბრალდებული კრიმინალი და მკვლელია, რომელიც აყაჩაღებდა და ატერორებდა ქართველ ხალხს. ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქენი ვიყავით და კარგად გვახსოვს ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც პატრიოტებს სჯიდა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის. ლიტვაც მათ რიგებში იყო. ამ ხალხის – დისიდენტების – თავგანწირვამ, ათწლეულების განმავლობაში განცდილმა ტანჯვამ და უწყვეტმა ბრძოლამ ყველას მოგვიტანა თავისუფლება. მინდა შეგახსენოთ რამდენიმე გმირი, თუმცა აქ ყველა მათგანის დასახელება შეუძლებელია: კარდინალი სიგიტას ტამკიავიჩუსი, ლიეტუვის ჰელსინკის ჯგუფის წევრები კაროლის გარუცკასი, ვიკტორას პიატკუსი, ტომას ვენცლოვა, „თავისუფალი ლიეტუვის ლიგის“ დამაარსებელი ანტანას ტერლიაცკისი, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, პარუირ აირიკიანი და ვლადიმირ ბუკოვსკი. ისინი ჭეშმარიტი პოლიტპატიმრები იყვნენ, რომლებიც გაასამართლეს და კრიმინალებად შერაცხეს მათი რწმენისა და საქმიანობისთვის. თავად პოლიტპატიმრის ტერმინის შეცდომით გამოყენებაა დაუშვებელი. ის ეხება წარსულის გმირებს, რომლებმაც ბნელ დროს გაუძლეს“, – აღნიშნულია წერილში.

ხაინდრავა აღნიშნავს, რომ დღევანდელი კრიმინალები, რომლებიც არჩევნებს პოლიტიკურ ფარად იყენებენ, არ იმსახურებენ პოლიტპატიმრებად მოხსენიებას.

„რურუას არაფერი გაუკეთებია ამ მაღალი სტატუსის მისაღებად. მას მხოლოდ დანაშაულები აქვს ჩადენილი და მათ შორისაა სერიოზული კორუფცია. ახლა კი სამართალი აღდგა და კრიმინალური ქმედებებისთვის სასჯელი მიიღო. ასეთი სათუთი სიტყვების გამოყენებით ჩვენი ლიდერები სიტყვებს მნიშვნელობას უკარგავენ და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის წარსულში მებრძოლი ჭეშმარიტი პოლიტპატიმრების ხსოვნას შეურაცხყოფენ ჩვენს ქვეყნებში. ევროკავშირის მოქალაქესა და ევროპარლამენტის წევრს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. რურუას სასჯელი უზენაესმა სასამართლომ გამოუტანა. საქართველოს მთავრობა არ ჩარეულა პროცესში არც მის წინააღმდეგ და არც მის სასარგებლოდ. ეს შეუძლებელია კანონმორჩილ ქვეყანაში. ბრალდებები ყველასთვის ცნობილია. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რამდენიმე საქმე იქნა განხილული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებული ყოფილი მთავრობის ხელმძღვანელი პირების ბრალეულობით. მათ შორის იყო წამება, პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, გატაცებები, სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვა, რეკეტი და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა. საქართველოს მოქალაქეები და გადასახადის გადამხდელები იძულებულნი ვართ საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა ვიხადოთ მილიონობით აშშ დოლარის ოდენობით იმ ოჯახების სასარგებლოდ, რომლებიც ამ წარსულის დანაშაულებრივი ქმედებებმა იმსხვერპლა ან დააზარალა. ჩვენ ვკისრულობთ ამ პასუხისმგებლობას, როგორც ნებისმიერი სხვა იკისრებდა თუ სამართლის უზენაესობის სწამს. რურუას და მისი კოლეგების დანაშაულებრივი ქმედებები რეალურად მოხდა. მათი მინიმუმამდე შემცირება შეუძლებელია. მათ მსხვერპლსაც არ უნდა წაერთვას სამართლის პოვნის უფლება იმ მიზეზით, რომ პოლიტპატიმრის სტატუსს ამოეფარა. ეს ტერმინი მათ უნდა ატარონ, ვინც ამას იმსახურებს. ეროვნული და ევროპული სასამართლოს მიერ ბრალდებული კრიმინალები არც ამ ტიტულს იმსახურებენ და არც ვინმეს მხარდაჭერას. ხსენებულის ნაცვლად, იმედი მაქვს, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მოყვარული ყველა ადამიანი ერთად იმუშავებს და ბრიუსელიდან პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ამგვარი დავები წინ ვერ აღუდგება“, – აღნიშნულია წერილში.