გამოცემა „ფორბსმა“ ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად მეცხრედ დაასახელა
გამოცემა „ფორბსმა“ ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად მეცხრედ დაასახელა

გამოცემა „ფორბსმა“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე მეცხრედ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა.

100 გავლენიანი ქალის სიას „ფორბსი“ ყოველწლიურად აქვეყნებს. გამოცემის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელის გავლენა კლებულობს, ის კვლავ მართავს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკას და წარმოადგენს ევროკავშირის დეფაქტო ლიდერს.

მსოფლიოს გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზეა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, რომელიც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა. მესამე პოზიციაზეა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი. ხუთეულში ასევე შედის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც პირველი დეკემბრიდან ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. მეხუთე ადგილზეა ამერიკული კომპანიის „ჯენერალ მოტორსის“ გენერალური დირექტორი მერი ბარა.

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ასევე მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე (მე-40 ადგილი), აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი – (42-ე ადგილი), მომღერლები რიაჰან (61-ე ადგილი), ბიონსე (66-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (71-ე ადგილი). სიაშია ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი ზუზანა ჩაპუტოვა (მე-80 ადგილი), რომელიც 2019 წელს სლოვაკთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებენ 16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც გამოცემა „თაიმმა“ „წლის ადამიანად“ გამოაცხადა.