გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, მანუელ ნოიერი სანაკრებო კარიერას ჯერ არ დაასრულებს #1TVSPORT
გამოცემა „ბილდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებში კარიერას ჯერ არ დაასრულებს, რადგან მას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს.
38 წლის გერმანელი მეკარე დასვენების მიზნით 2024 წლის სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს და მას „ბარსელონას“ კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეცვლის. ნოიერი ეროვნულ გუნდში ოქტომბერში დაბრუნდება.
ნოიერის ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გავრცელდა. კონტინენტის პირველობის მერე გერმანიის ეროვნული გუნდიდან ტომას მიულერი და ილქაი გიუნდოგანი წავიდნენ.
მანუელ ნოიერს გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში 124 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2014 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა.