გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი იმ შემთხვევაში ჩაირთვება, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს
გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი იმ შემთხვევაში ჩაირთვება, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, გამოცდების დაწყების წინ მოხდება სრულად კონდიცირება, ხოლო შემდეგ კონდიციონერები გაითიშება.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, თუ გამოცდების პერიოდში ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიცირება გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება.

კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტი ვალდებული იქნება, პირბადე გამოიყენოს.

„ბუნებრივი აერაცია აუცილებელია ყველა ოთახში და დღეს როგორც მაქვს ინფორმაცია, ყველა ოთახს, სადაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქვს ბუნებრივი აერაციისა და კონდიცირების საშუალება. ანუ ფანჯრები, რომლებიც მუდმივად გაღებული იქნება ამ პერიოდში, ყველა ოთახში იდგმება ასევე ტემპერატურის საზომი მოწყობილობა და თუ ოთახის შიდა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება კონდიცირება, რომლითაც აღჭურვილია ასვე ყველა ოთახი. ოღონდ, კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა უნდა გამოიყენონ ნიღაბი.

ეს არის მარტივი პროცედურა, რომელიც აუცილებელია,დავიცვათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დროს. მასწავლებლები აბარებენ, დოქტორანტები, მაგისტრანტები თუ ა.შ. მთლიანად ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში, რომელიც ხაზს ვუსვამ, მინიმუმამდე იყვანს ინფექციის აგვრცელების რისკს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ყურადრება გაამახვილა ისეთ შემთხვევაზე, როცა აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეებში არ ჰქონდა ტემპერატურა და გამოცდების წინ, თერმოსკრინინგიას დროს დაუფიქსირდება.

გამყრელიძე ამბობს, რომ ასეთ დროს აბიტურიენტი იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს გამოცდას.

„არსებობს კიდევ ერთი მომეტი, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ყველა აბიტურიენტის შემოსვლისას, ყველას სიცხე ეზომება, თუ აბიტურიენტს სიცხე უფიქსირდება და წინა დღეებში არ ჰქონია, არ აქვს მას „პისიარტ“ ტესტი გაკეთებული, მათთვის არის ცალკე იზოლირების საშუალება, ისევე როგორც სხვა აბიტურიენტებისთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანამდე, ამირან გამყრელიძემ დეტალურად განმარტა, რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს.

დატოვე კომენტარი