გამოცდების ეროვნული ცენტრი სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ განცხადებას ეხმაურება
გამოცდების ეროვნული ცენტრი სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ განცხადებას ეხმაურება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მოძრაობის წარმომადგენლები განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შეისწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ.

„ლელოში“ აღნიშნულ მოთხოვნის საფუძვლად მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის Pisa-ს 2018 წლის მონაცემებს ასახელებენ, რომლის თანახმად, საქართველოში წიგნიერებისა და სხვადასხვა სასწავლო საგნის მიმართულებით ბოლო სამ წელიწადში შედეგები გაუარესდა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ Pisa-ს 2018 წლის შედეგები მათთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ამ მიმართულებით არასახარბიელო მდგომარეობა ეროვნულ შეფასებებშიც გამოიკვეთა.

სოფო გორგოძის თქმით, სწორედ ეს იყო მიზეზი იმ რეფორმებისა, რომლებიც სამინისტრომ განათლების მიმართულებით წამოიწყო. ცენტრში უარყოფ შედეგებთან ერთად იმ დადებით ტენდენციებზეც ისაუბრეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება.

მათი თქმით, იგივე საერთაშორისო პროგრამის მონაცემებით, საქართველოს ბოლო 10 წელიწადში აღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს.

სოფო გორგოძე ამბობს, რომ მხოლოდ მათემატიკაში 2018 წლის მონაცემებით, შედეგები 2009 წელთან შედარებით 18 ქულით არის გაზრდილი, იგივე დარჩა წიგნიერების შეფასება.

სოფო გორგოძის თქმით, დადებითი ტენდენციაა ისიც, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალ და დაბალ სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე ბავშვების მიღწევებში განსხვავება გაცილებით ნაკლებია.