გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 15 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს “შესვლა” და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობითი განცხადების საფუძველზე.

გადმოგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაწეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში – ე. მინდელის ქ. N9, რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

გაუქმების შემდეგ კი განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე.

სააპელაციო განაცხადის გაუქმების თაობაზე განცხადება უნდა დაიწეროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში, ე. მინდელის ქ.N9, ხოლო რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ის, ვინც გააუქმებს სააპელაციო განაცხადს სააპელაციო ვადებში, თანხა დაუბრუნდება უკან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.

აბიტურიენტს მოუწევს თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა მითითებულ ვადებში, ასევე ბანკიდან ანგარიშის შესახებ ამონაწერის მოტანა. ამის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება სააპელაციო განაცხადების გასწორებისა და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად, ასევე ცენტრის ვებგვერდიდან საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;

“საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

“საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

“თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.