გამჭვირვალობის ინდექსით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
„ჩანდლერის ინსტიტუტმა“ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამჭვირვალობის ინდექსი გამოაქვეყნა.
გამჭვირვალობის ინდექსით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა.
გამჭვირვალობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მეცხრე ადგილს იკავებს.
გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშს, ამერიკული ორგანიზაციების – TRACE international-ისა და „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ თემატურ კვლევებს.
კერძოდ, TRACE international-მა მოიკვლია და გაზომა ისეთი ასპექტები, როგორებიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები.
ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ კი ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა.