„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ვახტანგ გოძიაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი წაგვართვა და ცდილობს ოქრუაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას
„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ვახტანგ გოძიაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი წაგვართვა და ცდილობს ოქრუაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ვახტანგ გოძიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს.

როგორც პარტიის პარტიის ოფისთან ვახტანგ გოძიაშვილმა განაცხადა, ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილს გამომძიებლებმა დაკავებისას უთხრეს.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა მუხლით არის დაკავებული, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი წაგვართვა და ცდილობს, ოქრუაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას“, – განაცხადა გოძიაშვილმა.

ამჟამად პარტიის ოფისთან „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები იკრიბებიან. პარტიაში იგეგმება ასევე ერთობლივი განცხადებაც.