გამარჯვებისმომტანი ფანტასტიკური გოლი მექსიკის ჩემპიონატის ფინალში (ვიდეო)

12:20, 27.12.2019

მექსიკის ჩემპიონატის პირველ საფინალო მატჩში „მონტერეი“ „ამერიკას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული, დრამატული და საინტერესო გამოდგა.

„მონტერეიმ“ გამარჯვება როხელიო ფუნეს მორის საოცარი გოლის წყალობით იზეიმა – 2:1.

„მონტერეის“ არგენტინელმა ლეგიონერმა შეხვედრის მიწურულს 90+4-წუთზე ჩაწოდებული გადაცემა მკერდზე მიიღო და ეფექტური დარტყმით მეტოქის კარი დალაშქრა.

„მონტერეისა“ და „ამერიკის“ საპასუხო ფინალური მატჩი ორ დღეში, 30 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი