Galt & Taggart-ი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე შემცირებას პროგნოზირებს
Galt & Taggart-ი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე შემცირებას პროგნოზირებს

კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart-ი 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირებას მოელის – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა 8.25%-მდე. არსებული დაბალი ინფლაციის გათვალისწინებითა და წითელი ზღვის კრიზისთან მიმართებით შემცირებული დაძაბულობის ფონზე, ჩვენ მოველით, რომ რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შემცირდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.