„გალტ ენდ თაგარტი“ - 2020 წელს ლარის კურსი 2.60-2.65 ნიშნულამდე გამყარდება
„გალტ ენდ თაგარტი“ - 2020 წელს ლარის კურსი 2.60-2.65 ნიშნულამდე გამყარდება

საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია.

როგორც დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მითითებული, ეროვნული ვალუტის გამყარებაა მოსალოდნელი.

„ჩვენ ველოდებით, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2019 წლის განმავლობაში 2.75-2.8 ნიშნულამდე გაძლიერდება, 2020 წელს კი, 2.60-2.65 ნიშნულამდე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომპანიაში ასევე მიუთითებენ, რომ ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა კი, ერთი პროცენტით გაიზარდა.