გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

გიორგი ლუკავა არავისში გაგვიცვლია, ეს 2016 წლის მარტში დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ქემოკლიძე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგ შეხვედრას ესწრება.

შეხვედრის დაწყებამდე, ენგურის ხიდზე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებსაც დღეს შეხვედრაზე განიხილავენ.

მისი თქმით, მთავარ თემად რჩება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი; უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს უქმნის პრობლემებს მოსახლეობას და ყველა ის ფაქტი, რომელიც ბოლო შეხვედრიდან დღემდე მოხდა.