გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა
გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაუდასტურეს.

შეხვედრაზე ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილ ენერგოდეფიციტსა და თებერვალ-მარტში „ენგურჰესის“ მუშაობის  შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე მონაწილეობდნენ. აფხაზურ მხარეს კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი ასლან ბასარია წარმოადგენდა.

„ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონში ენერგოდეფიციტია. ცოტა ხნის წინ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი აიკრძალა.

დატოვე კომენტარი