გალაპაგოსის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
გალაპაგოსის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

გალაპაგოსის კუნძულებზე, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიის ზონიდან 300-მდე პირი ეკვადორში გადაიყვანეს. სანტო-ტომასის, იგივე სიერა-ნეგრას ვულკანის გააქტიურება ბოლო პერიოდში რეგიონში მომხდარ მიწისძვრებს უკავშირდება. ძლიერმა ბიძგებმა გალაპაგოსის ყველაზე დიდ კუნძულ ისაბელზე ვულკანის გააქტიურების პროვოცირება მოახდინა.

საფრთხის გამო კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გარკვეულ რაიონებში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

აქტიური ვულკანი, სიერა-ნეგრა ბოლოს 2005 წელს ამოიფრქვა.