გახსნის მატჩზე არგეტინელი მსაჯები იმუშავებენ

20:26, 12.06.2018
MOSCOW, RUSSIA -JUNE 12: Argentinian referee Nestor Pitana attends a training session of referees ahead of the FIFA World Cup 2018 at the RZD Arena stadium in Moscow, Russia, on June, 12, 2018. (Photo by Sefa Karacan/Anadolu Agency/Getty Images)

ფიფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩის არბიტრები გამოაცხადა. რუსეთისა და საუდის არაბეთის შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება არგენტინელი ნესტორ პიტანა. მას დაეხმარებიან თანამემამულეები – ხუან პაბლო ბელიატი და ერნან მაიდანა. მეოთხე მსაჯად დანიშნულია ბრაზილიელი სანდრო რიჩი.

ვიდეოარბიტრების ბრიგადას შეადგენენ: მასიმილიანო ირატი (იტალია), მაურო ვილიანო (არგენტინა), კარლოს ასტროსა (ჩილე) და დანიელე ორსატო (იტალია).

პიტანა ფიფას არბიტრია 2010 წლიდან. ის მუშაობდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც რუსეთის ნაკრების ერთი მატჩი იმსაჯა – სამხრეთ კორეის (1:1) წინააღმდეგ. არგენტინელი აგრეთვე მუშაობდა 2017 წლის კონფედერაციათა თასზე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის მატჩი 14 ივნისს, მოსკოვში „ლუჟნიკების“ სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი