გაირკვა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე #1TVSPORT
გაირკვა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე #1TVSPORT

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის წილისყრა. ეს მოვლენა ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაც იყო, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მუნდიალზე.

საქართველოს ნაკრები ითამაშებს F ჯგუფში, რომელსაც იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე.

წილისყრის შემდეგ 32 გუნდი 8 ჯგუფში ასე განაწილდა:

A ჯგუფი: ფილიპინები, იტალია, დომინიკის რესპუბლიკა, ანგოლა.

B ჯგუფი: სერბეთი, პუერტო რიკო, ჩინეთი, სამხრეთ სუდანი.

C ჯგუფი: აშშ, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, იორდანია.

D ჯგუფი: ლიეტუვა, მონტენეგრო, მექსიკა, ეგვიპტე.

E ჯგუფი: ავსტრალია, იაპონია, გერმანია, ფინეთი.

F ჯგუფი: სლოვენია, ვენესუელა, საქართველო, კაბო ვერდე.

G ჯგუფი: ესპანეთი, ბრაზილია, ირანი, კოტ დივუარი.

H კგუფი: კანადა, საფრანგეთი, ლატვია, ლიბანი.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.

რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.