14 სექტემბერს, რომში იწყება „მასტერსის“ სერიის ტურნირი, რომელიც როლან გაროსისთვის მზადების ერთ-ერთ მთავარ ეტაპად განიხილება.
გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა პირველ წრეში მსოფლიოს 30-ე ჩოგანის, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე – ეს არის იტალიელი ლორენცო სონეგო, რომელიც 46-ე ადგილს იკავებს მსოფლიო კლასიფიკაციაში.
ეს იქნება ამ ჩოგბურთელთა პირველი შეხვედრა პროფესიულ ტურში. მათ შორის გამარჯვებული რუს კარენ ხაჩანოვსა და ნორვეგიელ კასპერ რუუდს შორის მოგებულს შეხვდება.
ბასილაშვილს ამ მომენტისთვის სამმატჩიანი წაგებების სერია აქვს, სულ ამ სეზონში ATP-ის დონეზე სამი მატჩი მოიგო და რვაჯერ დამარცხდა.