ევროთასზე ბექა ბურჯანაძის გუნდის მეტოქეები გაირკვა
ევროთასზე ბექა ბურჯანაძის გუნდის მეტოქეები გაირკვა

კალათბურთში ევროთასის 2020-21 წლების სეზონი 29 სექტემბერს დაიწყება. შეჯიბრებაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წილისყრამ ორ ჯგუფად გაყო.

ევროთასზე ითამაშებს საქართველოს ნაკრების ფორვარდის ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია”, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. კანარელთა ჯგუფში მოხვდნენ:

„პრომითეასი“ (საბერძნეთი), „ტრენტო“ (იტალია), „ოლიმპია“ (სლოვენია), „ბურსასფორი“ (თურქეთი), „ნანტერი“ (საფრანგეთი).

ბექას გუნდს პირველი მატჩი 30 სექტემბერს სტუმრად, პეტრაში „პრომითეასის“ წინააღმდეგ ელის.

„ყველა გასვლითი შეხვედრის მოგება გაგვიჭირდება, თუმცა ვეცდებით თითოეული მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. არ ვმალავთ ჩვენს მიზნებს – პირველ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლა გვაქვს დასახული, შემდეგ უკეთ გამოჩნდება რამდენად რეალურია ტიტულისთვის ბრძოლა,“ – აღნიშნა „გრან კანარიას“ გენერალურმა მენეჯერმა ვილი ვილიარმა.