გაირკვა 2019 წლის დევისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები

14:45, 27.09.2018

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული რეფორმების შედეგად, 2019 წლიდან მოყოლებული, დევისის თასი სეზონის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 18 ნაკრები – 2018 წლის გათამაშების ოთხი ნახევარფინალისტი (ხორვატია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ), უაილდ-ქარდის მფლობელი ორი ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი და არგენტინა) და 12 გუნდი, რომლებიც მოიგებენ საკვალიფიკაციო რაუნდს, რომელიც 1-2 თებერვალს გაიმართება.

გუშინ,  საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ასეთი წყვილები მივიღეთ –
ბრაზილია-ბელგია
უზბეკეთი-სერბეთი
ავსტრალია-ბოსნია
ინდოეთი-იტალია
გერმანია-უნგრეთი
შვეიცარია-რუსეთი
ყაზახეთი-ევროპა/აფრიკა
ჩეხეთი-ჰოლანდია
კოლუმბია-შვედეთი
ავსტრია-ჩილე
კანადა-ევროპა/აფრიკა
ჩინეთი-იაპონია

კვალიფიკაციის ორი მონაწილე უცნობია. ესენი იქნებიან ორი საუკეთესო გუნდი აფრიკა/ევროპის ზონიდან.

მსგავსი