გაგუას და გელაშვილის გარეშე – სვანაძის სამატჩო განაცხადი ცნობილია #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ უნგრეთთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
„ალთუნაშვილის გარდა, ყველა მწყობრშია და ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც განაცხადს მიღმა ორი ფეხბურთელი დატოვა – „დუნაისკა სტრედას“ თავდამსხმელი გიორგი გაგუა და „კლუჟის“ ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი. დანარჩენი ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.
განაცხადს გარეთ დარჩნენ გაგუა, გელაშვილი და ალთუნაშვილი, რომელიც ვირუსის გამო ვერ ითამაშებს. ასევე არ იქნება დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილი (ყვითელი ბარათების გამო). ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ისედაც არ იყვნენ გამოძახებულები.