გაგუა და ქოჩორაშვილი ესპანეთში მალე გაემგზავრებიან - დავამტკიცებთ, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებთ #1TVSPORT
ესპანეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა, „ლევანტეს“ ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა და „ალავესის“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საკუთარ სამომავლო გეგმებსა და სეზონისთვის მზადებაზე ილაპარაკეს.
გიორგი ქოჩორაშვილი:
„ესპანეთში 6 ივლისს გამთენიისას მივფრინავ. სეზონის დაწყებას დიდი იმედებით ველოდები. საქართველოში ერთი თვე კარგია, მაგრამ მთელი წელი რომ შრომობ და უცებ ამ ერთ თვეში ფორმიდან ამოვარდები, ძნელია. ამიტომ ერთი სული მაქვს, მოსამზადებელი ეტაპი და თამაშები როდის დაიწყება. იმედია, სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდები და დავამტკიცებ, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ“.
გიორგი გაგუა:
„7 ივლისს მივფინავ. რა თქმა უნდა, იმ ამბიციით მივემგზავრები, რომ ამ მოსამზადებელ ეტაპზე ისე გამოვავლინო თავი, შანსი პირველ გუნდში მომეცეს. თანაც, „ალავესს“ პირველი მატჩი შინ მადრიდის „რეალთან“ აქვს“.