„გაგრას“ ყოფილმა მწვრთნელმა ქალთა გუნდი ჩაიბარა #1TVSPORT
„გაგრას“ ყოფილმა მწვრთნელმა ქალთა გუნდი ჩაიბარა #1TVSPORT

ახალგაზრდა სპეციალისტი გაგი კირკიტაძე კარიერას ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლუსოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

37 წლის სპეციალისტს გულშემატკივარი „გაგრაში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს, სადაც 2013 წელს მივიდა და ასაკობრივ გუნდებში საქმიანობის შემდეგ მთავარი გუნდი (2019 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისამდე) ჩაიბარა. „გაგრამ“ მისი მწვრთნელობის დროს ისტორიაში მეორედ მოიგო საქართველოს თასი (2020 წელს) და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

2024 წლის 18 ივნისს ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერის, ბოლნისის „სიონის“ მწვრთნელად დაინიშნა. მაგრამ მოულოდნელად სექტემბერში პოსტი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

აღსანიშნავია, რომ კირკიტაძის ასისტენტად სალომე ხუბულური იმუშავებს, რომელიც საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.