„გაგრამ“ ახალ პროექტების განხორციელება დაიწყო #1TVSPORT
„გაგრამ“ ახალ პროექტების განხორციელება დაიწყო #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ხელმძღვანელობამ ახალ პროექტებზე მუშაობა დაიწყო და ინვესტორებთან მოლაპარაკებას ასრულებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„საინვესტიციო პროექტზე ჩართულია კლუბის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ბესო და გოდერძი ჩიხრაძეები. საუბარია კლუბის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციაზე. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული“ – განაცხადა „გაგრას“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან მეტრეველმა.

მისი თქმით, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება: „გამოიკვეთა კარგი პერსპექტივები. იმედი გვაქვს, რომ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობამდე მივალთ“.

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ აფხაზეთის რეგიონს წარმოადგენს, მაგრამ ოკუპაციის გამო თბილისშია ბაზირებული. არის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ორგზის მფლობელი (2011 და 2020 წლებში).

ამ კუთხით გუნდი უნიკალური იმიტომაა, რომ ორივეჯერ გუნდმა თასი რანგით მეორე ქართულ ლიგაში თამაშის დროს მოიპოვა, რაც არც ერთ ქართულ გუნდს არ გაუკეთებია. ამჟამად, კლუბი ეროვნულ ლიგაში გამოდის.

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბესო ჩიხრაძეს და მის ნათესავს, გოდერძი ჩიხრაძეს. 2004 წელს, ივლისში გუნდს დაერქვა „გაგრა“, რადგან პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე წარმოშობით გაგრიდანაა.

საქართველოს თასის გამარჯვებულმა „გაგრამ“ ევროტურნირზე ორჯერ ითამაშა 2011 და 2020 წლებში და ტურნირებზე დაფიქსირდა – გაგრა, საქართველო.