„გაგრა“ ლიდერს დაეწია, „გარეჯი“ ოთხეულშია [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრა“ ლიდერს დაეწია, „გარეჯი“ ოთხეულშია [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-10 ტურის მატჩები დაიწყო. „გაგრამ“ პრინციპული მატჩი მოიგო და ლიდერს დაეწია, ხოლო „გარეჯი“ ოთხეულში დაწინაურდა.

 

„მერანი“ მრ – „გაგრა“ 1:3

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გამართულ ლიდერთა ჯგუფის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. „გაგრა“ პირველივე ტაიმში ვაკო ხაბელაშვილისა (13 წთ) და გურამ სამუშიას (19) გოლებით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, ხოლო მერე ტაიმში ეფექტური გოლი „მერანს“ ვაკო ხაბელაშვილმა (57) გაუტანა. საბოლოო ანგარიში მარტვილელთა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ 81-ე წუთზე პერსტიჟის გოლით დააფიქსირა – – 1:3.

 

„გარეჯი“ – „მერანი“ თბ 3:2

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე „გარეჯმა“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ანგარიში „მერანიდან“ გიორგი ივანიაძემ მე-9 წუთზე გახსნა, მაგრამ საგარეჯოელებმა მეტოქეს სამი გოლით უპასუხა – ნიკოლოზ ნოზაძემ დუბლი შეასრულა (29 პენალტი, 58), ერთიც გიორგი ტყეშელაშვილის (67) ანგარიშზეა. 75-ე წუთზე რევაზ გეწაძემ პენალტით სხვაობა შეამცირა. მატჩის მიწურულს, თბილისელთა მეკარე დემეტრე ბულისკერიამ ერთ წუთსი ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნდიან გააძევეს, საბოლოოდ კი „გარეჯმა“ 3:2 მოიგო.

ეროვნულ ლიგა2-ში მე-10 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 23 ქულა დააგროვა და ლიდერთან, ბოლნისის „სიონთან“ (24) სხვაობა ქულამდე შემაცირა, ხოლო „გარეჯს“ უკვე 14 ქულა აქვს და ოთხეულში დაწინაურდა.

 

მაგრამ მე-10 ტურის დარჩენილი შეხვედრები 29 აპრილს გაიმართება და სატურნირო ცხრილში ცვლილებები კიდევ იქნება:

 

ვიტ ჯორჯია – ჩიხურა

13:00. გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი

შევარდენი 1906 – დინამო ზგ

15:00. ცენტრალური – კასპი

სიონი – რუსთავი

15:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი