„გაგრა“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT
„გაგრა“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT

გიორგი ვეკუა კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „გაგრა“ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ გიორგი ვეკუამ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა – ყველაფერი ისევე მოხდა, როგორც მანამდე წასულების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო ეტაპის დასრულების შემდეგ „გაგრა“ თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა – საბა კვირკველიამ, მათე კვირჯვიამ, მათე ვაწაძემ, თემურ ჩოგაძემ, ვალერი ოლხოვმა და ბექა ქურდაძემ. მათ კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს.

კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში წელს დაბრუნდა, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი მოთამაშით გაძლიერდა – „გაგრას“ „დინამო თბილისიდან“ იჯარით ნოდარ ლომინაძე და გიორგი გვიშიანი შეუერთდნენ.