გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

00:26, 14.01.2020

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტაქსი შეეჯახნენ. თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც სავარაუდოდ ნასვამი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს. დაკავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

მსგავსი