გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა

30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ექიმები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.

როგორც ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“  მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

დღეს დაანონსდა კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის  #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. დღესვე შედგა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული.