გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და კრემლის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

17:37, 08.02.2023

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და კრემლის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა.

ე.წ. შავ სიაში რვა ფიზიკური პირი, ერთი ფინანსურ ქსელთან დაკავშირებული და ექვსი სამხედრო კომპანიაა, რომლებიც რუსეთს დრონებით უზრუნველყოფენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აღნიშნავს, ეს სანქციები დააჩქარებს ვლადიმერ პუტინზე ეკონომიკურ ზეწოლას.

მსგავსი