გაერთიანებულ სამეფოში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
გაერთიანებულ სამეფოში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გაერთიანებულ სამეფოში, ჰითროუს აეროპორტის სიახლოვეს, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ერთმანეთთან შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. სამივე მათგანი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია.

მძიმედ არის დაშავებული მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი. სატვირთო ავტომობილის მძღოლი ინციდენტს უვნებელი გადაურჩა, თუმცა ის უსაფრთხოების მიზნით, გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი პირები ავიაკომპანია ბრიტანეთის ავიახაზების თანამშრომლები არიან. ორი მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია, 23 დომინიკ ფელი და 23 წლის ჯო ფინისი, მესამე დაღუპული 20 წლის გოგონაა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.