გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 39 237 შემთხვევა დაფიქსირდა, 744 პაციენტი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 39 237 შემთხვევა დაფიქსირდა, 744 პაციენტი გარდაიცვალა

გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის 39 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 744 პაციენტი დაიღუპა, რაც აპრილის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთში გამოვლენილია ინფიცირების 2,1 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 69 000-ზე მეტი გარდაიცვალა.