გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ევროკავშირს წინასწარ შეთანხმებული პირობებით დატოვებს
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ევროკავშირს წინასწარ შეთანხმებული პირობებით დატოვებს

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ, 330 ხმით 231-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ, ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის საშუალებითაც, ქვეყანა ევროკავშირს წინასწარ შეთანხმებული პირობებით დატოვებს.

ახლა დოკუმენტს კენჭი ლორდთა პალატამ უნდა უყაროს, რაც სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მოხდება.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტს კენჭს ლორდთა პალატა უყრის, დოკუმენტი დედოფალმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ კი ის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის, რომელმაც ამ მიზნით, რიგგარეშე არჩევნებიც კი გამართა.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 31 იანვარს უნდა დატოვოს.