გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო ხომალდის მიერ ლა-მანშის სრუტეში გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შემთხვევას იძიებს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო ხომალდის მიერ ლა-მანშის სრუტეში გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შემთხვევას იძიებს.
ინციდენტი რომელშიც რუსული ფრეგატი ადმირალ გრიგოროვიჩი აღმოჩნდა ჩართული, დღეს ადგილობრივი დროით 11:40 საათისთვის ბრიტანეთში რეგისტრირებული იახტის სიახლოვეს დაფიქსირდა, კუნძულ უაითსა და ნორმანდიას შორის.
ამ დროისთვის უცნობია, ვის გასაფრთხილებლად იქნა ცეცხლი გახსნილი.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც იახტა დაზიანებულა.