გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტო დაფინანსება სამი მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა
გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტო დაფინანსება სამი მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ეს დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის“, – წერს ვენდი მორტონი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტს „ტვიტერის“ გვერდზე მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ეს დახმარება საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.
„უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტის ძალისხმევას, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევასა და თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში“, – წერს დავით ზალკალიანი.
Our gratitude to UKEF for encouraging economic opportunity and prosperity in Georgia. Appreciate UKEF’s contribution and endeavor to help Georgian businesses succeed and achieve their full potential @morton_wendy https://t.co/Socg8RRqOh
— David Zalkaliani (@DZalkaliani) September 9, 2020