გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ერთთვიანი გაფიცვის ფონზე, ხელისუფლებამ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადა
გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ერთთვიანი გაფიცვის ფონზე, ხელისუფლებამ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადა

გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ერთთვიანი გაფიცვის ფონზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადა.

ქალაქიდან, სადაც 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უკვე ერთი თვეა, ნარჩენები არ გაუტანიათ, რამაც ანტისანიტარია და ვირთხების მომრავლება გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრიზისთან გამკლავების მიზნით არმიის სპეციალისტები გამოიძახა, რომლებიც ლოგისტიკურ მხარდაჭერას გაუწევენ და ოპერატიულ დაგეგმარებაში დაეხმარებიან მუნიციპალურ ადმინისტრაციას ისე, როგორც ეს საგანგებო სიტუაციების ან პანდემიის დროს ხდება ხოლმე. თუმცა, როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, სამხედროები ნარჩენების გატანაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

11 მარტს გაფიცული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლებადამცველი პროფკავშირები აცხადებენ, რომ მმართველ ლეიბორისტულ პარტიას კომპრომისზე წასვლის მზაობა არ აქვს.

გაფიცვის დაწყების შემდეგ ქალაქში 17 000 ტონა ნარჩენია დაგროვილი. დასაქმებულთა გაფიცვა ნარჩენების შეკრებისა და გადამუშავების სპეციალისტის პოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ უთანხმოებას მოჰყვა. პროფკავშირებში ირწმუნებიან, რომ ამ ნაბიჯით უარესდება 150-მდე თანამშრომლის მდგომარეობა და შიშობენ, რომ შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა იყოს სამუშაო ადგილებისა და ხელფასის შემცირების წინაპირობა.