გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას ღრმა ისტორიული კავშირები აქვთ, რომლებიც აგებულია საერთო ღირებულებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ერთგულებასა და იმ აგრესორების წინააღმდეგ ერთად დგომის ისტორიაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროპის თავისუფლებას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიღაც ნაწილი განიხილოს, როგორც საკუთარი გავლენის სფერო.

ჩვენი სამი ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას სტაბილურობის დასაცავად და უკრაინაში მდგრადობის გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ერთად ვიმუშავებთ ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის კოორდინაციას, ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას.

გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის გვერდით დგომას, რუსული აგრესიის ფონზე, და სრულად მზად არიან, დაუდგნენ უკრაინელ ერს მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამმხრივ მემორანდუმს მხარეებმა 17 თებერვალს მოაწერეს ხელი.