გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში ლიზ ტრასთან პირველი აუდიენცია გამართა
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში ლიზ ტრასთან პირველი აუდიენცია გამართა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასთან პირველი აუდიენცია გამართა.

„ბიბისის“ ცნობით, შეხვედრა პირისპირ დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მეფე ჩარლზი მეუღლესთან, კამილასთან ერთად ბალმორალის რეზიდენციიდან ლონდონში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ბუკინგემის სასახლესთან მათ მოქალაქეები შეეგებნენ. ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე დაგეგმილია მონარქის სიტყვით გამოსვლა. ის ასევე დაესწრება წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში ელისაბედ მეორის ხსოვნისადმი დაგეგმილ მემორიალურ მსახურებას.

73 წლის ჩარლზმა მონარქის უფლებამოსილება გუშინ, დედოფლის გარდაცვალებისთანავე გადმოიბარა. მეფედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია შაბათს დილით გაიმართება და ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.