გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის წევრებმა პარტიის კონფერენციაზე ღაზაში ისრაელის მიერ პალესტინელების გენოციდის აღიარებას მისცეს ხმა
გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის წევრებმა პარტიის კონფერენციაზე ღაზაში ისრაელის მიერ პალესტინელების გენოციდის აღიარებას მისცეს ხმა. როგორც „სქაინიუსი“ წერს, ხმის მიცემა ზრდის ზეწოლას ბრიტანეთის მთავრობაზე, რათა გაეროს დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნებს დაეთანხმოს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და მისმა მინისტრებმა უარი თქვეს გენოციდის ფაქტის გამოცხადებაზე. მათი თქმით, აღნიშნული საკითხი სასამართლოს საქმეა.
„სქაინიუსის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ღაზაში არსებული სიტუაციის შესახებ გაერო-ს საგამოძიებო კომისიამ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი ოფიციალური პოზიციაა, რომ „მას არ დაუდგენია, რომ ისრაელი [გენოციდური] განზრახვით მოქმედებს“.