გაერთიანებული სამეფო და გერმანია ურთიერთთავდაცვის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვით, ერთი ქვეყნის მიმართ სტრატეგიული მუქარა აღქმული იქნება, როგორც მუქარა მეორე ქვეყნის მიმართ
გაერთიანებული სამეფო და გერმანია ურთიერთთავდაცვის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვით, ერთი ქვეყნის მიმართ სტრატეგიული მუქარა აღქმული იქნება, როგორც მუქარა მეორე ქვეყნის მიმართ

გაერთიანებული სამეფო და გერმანია ურთიერთთავდაცვის ფართო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვით, ერთი ქვეყნის მიმართ სტრატეგიული მუქარა აღქმული იქნება, როგორც მუქარა მეორე ქვეყნის მიმართაც.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, მუქარის შემთხვევაში მეორე ქვეყნისთვის დახმარების გაწევას.

აღნიშნულ შეთანხმებას საფუძველი ჯერ კიდევ გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩაუყარეს.

ხელმოწერის ცერემონია, სავარაუდოდ, 17 ივლისს გაიმართება.

შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტები ასევე მოიცავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, ასევე ტრანსპორტის, კვლევისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობას.