გაერთიანებული სამეფო 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს

18:40, 07.04.2021

გაერთიანებული სამეფო 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შედეგად სისხლის თრომბის განვითარების მზარდი შემთხვევების გამო.

ამის შესახებ ბიბისი ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მარტის მიწურულისთვის ქვეყანაში ვაქცინაციის შემდეგ სისხლის თრომბის განვითარების 79 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 შემთხვევაში გვერდითი ეფექტი ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი