გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აფხაზეთიდან დევნილებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აფხაზეთიდან დევნილებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აფხაზეთიდან დევნილებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არ ხვდება დევნილებს და არც მათ პრობლემებს იცნობს.

შეკრებილებმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე, ამ ხნის განმავლობაში მომხდარ უკანონობაზე პასუხი მოითხოვეს და ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ვილა იყიდა.

აქციის მონაწილეებს გამოეხმაურნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, სადაც აქციის მონაწილეთა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ სანდრა რულოვსი დევნილებს ხვდება, იყო ყველა კომპაქტურ დასახლებაში და იცის მათი პრობლემების შესახებ. თავად მერობის კანდიდატი კი, აქციის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.