გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე აქციის დაშლისას დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე აქციის დაშლისას დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე აქციის დაშლისას დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ სახელით განცხადება დღეს თინა ბოკუჩავამ, ხატია დეკანოიძემ და გიორგი ვაშაძემ გააკეთეს.

როგორც მათ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განმარტეს, მათი ინფორმაციით, ამ დრომდე 300-მდე პირია დაკავებული, რომელთა წინააღმდეგაც ყალბ ჩვენებებს პოლიციელები იძლევიან.

„ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება თავისუფლების ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ. ადამიანების, რომლებიც გამოხატავდნენ სამოქალაქო პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ ხელისუფლების მხრიდან გაათავისუფლეთ უკანონო პოლიტიკური პატიმრები“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ.