გაერთიანებულ სამეფოში პროპალესტინური ორგანიზაციის აკრძალვის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გაერთიანებულ სამეფოში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს დემონსტრაციაზე პროპალესტინური ორგანიზაციის, Palestine Action-ის აკრძალვის წინააღმდეგ.
პროპალესტინური მოძრაობის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ლონდონში, ედინბურგში, მანჩესტერში, ბრისტოლსა და სხვა ქალაქებში.
ლონდონის პოლიციის ცნობით, დემონსტრაციაზე დაკავებულია 55 ადამიანი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორგანიზაცია Palestine Action-ი ანტიტერორისტული კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარე თვეში აკრძალა მას შემდეგ, რაც მისი წევრები სამხედრო-საჰაერო ბაზაზე შეიჭრნენ.
ამგავარად, აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ან მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. Palestine Action-ის წევრობა 14 წლამდე პატიმრობით ისჯება. პროპალესტინელ აქტივისტთა ორგანზიაციამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავტორიტარული უწოდა და სასამართლოში გაასაჩივრა.
გასულ შაბათს გაერთიანებულ სამეფოში გამართულ ანალოგიურ დემონსტრაციებზე სამართალდამცველებმა 71 ადამიანი დააკავეს.