გაერთიანებულ სამეფოში მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გაერთიანებულ სამეფოში მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 16 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შედეგად, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 44 236-მდე გაიზარდა. გამოვლენილია ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა. სულ კი, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 285 768 ადამიანს აქვს დადგენილი.