გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 180 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 180 ადამიანი გარდაიცვალა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 180-ით გაიზარდა, საერთო ჯამში, აქ გარდაცვლილთა რიცხვი 1408-ს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენტი“ ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილთა შორის 159 პაციენტი ინგლისში დაიღუპა. ინგლისის ჯანდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

უელსში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 48-ით გაიზარდა და ჯამში 62 შეადგინა. შოტლანდიაში მსხვერპლთა რიცხვი ექვსით, 47-მდე გაიზარდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჩრდილოეთ ირლანდიაში, რის შედეგადაც რეგიონში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 22 შეადგინა.