გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის ვიზიტის პარალელურად ლონდონში საპროტესტო მსვლელობა იმართება
გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის პარალელურად ლონდონში საპროტესტო მსვლელობა იმართება. დემონსტრაციის ორგანიზატორია გაერთიანება „შევაჩეროთ ტრამპის კოალიცია“, რომელიც 50-ზე მეტ ჯგუფს აერთიანებს, მათ შორის გარემოსდამცველ, პალესტინის მხარდამჭერ და რასიზმის მოწინააღმდეგე ჯგუფებს.
აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში უჭირავს პლაკატები წარწერებით: „არა რასიზმს“, „არა ტრამპს“, „შეწყვიტეთ ისრაელის შეიარაღება“.
ლონდონში უსაფრთხოებას 1 600-ზე მეტი სამართალდამცველი იცავს.
დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში დღეს ჩავიდა. ტრამპი უინძორების სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა.
ცნობისთვის, ეს გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტია. ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.