გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 22 961 შემთხვევა გამოვლინდა

00:56, 05.10.2020

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 961 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 502 978 შემთხვევა, მათ შორის 42 000-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი