გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა

17:26, 03.04.2020

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

საერთო ჯამში დიდი ბრიტანეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3605-ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულია 173 ათასზე მეტი ტესტი, შედეგად კორონავირუსის ინფექცია 38 168 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი