გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 186 ადამიანი გარდაიცვალა

19:29, 26.06.2020

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 186 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის 309 456 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 43 414 ადამიანი.

მსგავსი