გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 100 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 890 ახალი შემთხვევა

19:35, 27.06.2020

გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 100 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 890 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის 310 250 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 43 514 ადამიანი.

მსგავსი