გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 648 ადამიანი
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 648 ადამიანი

გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 648 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 16 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 647 235 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 59 148 ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი